მეცხრე დღე

21-ე საუკუნის მასწავლებლის მზაობა, მრავალმხრივი უნდა იყოს. ვფიქრობ საჭიროა (აუცილებელიც) თანამედროვე ტექნოლოგიების სრულყოფილად შესწავლა, რათა საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო,ბევრის მომცემო იყოს. სწორედ ამას ემსახურებოდა ტრენინგი.  თითოეული გაკვეთილი იყო ბევრის მომცემი და საინტერესო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროექტზე მუშაობა. ქალბატონმა ხათუნამ შეძლო თითქმის ყველას ზედმიწევნით შეგვასწავლა,  ყველა ის თავისებურება, ნიუანსი, მუშაობის ამ ფორმასთან რომ არის დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრენერი ძალიან კარგად ერკვეოდა და იძლეოდა მეთოდურ რჩევებს. 
       თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცხრა დღე თითოეული ჩვენგანისათვის ბევრის მომცემი იყო. დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორებს და რაც მთავარია, ქალბატონ ხათუნას.  მეცხრე დღეს მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვაი გახლდათ. ასევე საინტერესო და შეიძლება ითქვას, სახალისოც იყოჩვენს ბლოგებზე ფონის შეცვლა, გაფორმება, ვიზუალურ მხარეზე ყურადღების გამახვილება.

Comments

Popular posts from this blog

მერვე დღე

პირველი დღე

მესამე დღე